“ყველა შვილმკვდარ ქალს მოვუწოდებ, დადგეს გიული ალასანიას გვერდით”,-ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მოვდიოდი თქვენთან და მახსენდებოდა ირინა ენუქიძე. ეს იყო დიდი ადამიანი, მართლა ძალიან ღირსეული, შვილმკვდარი დედა, დიახ, რომელსაც შვილი მოუკლეს. ჩვენ შვილმკვდარ ქალებს, არცერთს არ გვინდა, რომ სხვა ქალი ვიხილოთ საკუთარი შვილის კუბოსთან, სწორედ ეს გვაერთიანებს.
ირინა ენუქიძე დღეს იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით, მე ამისი მჯერა. ეს მინდა ვუთხრა ჩემნაირ ქალებს რომლებიც შურისძიების ძახილით არიან გარეთ გამოსულები, რითი განსხვავდებით თქვენი შვილის მკვლელებისგან. იმ ხალხს მინდა მივმართო, ვინც სახლში ზის და სეირს უყურებს, ასე შეხედეთ თქვენც”, – განაცხადა მაია ასათიანმა.