LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HSC Group-მა მმართველობაში არსებული სასტუმროები შიდა ტურიზმს მოარგო – გაატარეთ ზაფხული იდეალურ გარემოში

304
75278344-792034037889260-2373686321211244544-n

სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია HSC Group, პანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, მის მმართველობაში არსებული სასტუმროების სტრატეგიებს შიდა ტურიზმს არგებს და ამაში, ლოკაციებიც ხელს უწყობს.

როგორც სასტუმრო მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე HSC Group მომსახურებას უწევს სასტუმროებს სხვადასხვა რეგიონში, ესენია:

Hotel Banguriani Mestia – 36 სტანდარტული და საოჯახო ტიპის ოთახი, კოტეჯური განლაგება, იზოლირებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული სამზარეულო, შთამბეჭდავი ხედები.

Magnika Beach Resort Shekvetili – მაღალ დონეზე მოწყობილი 40 სასტუმრო ოთახი, 10 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია, საბავშვო და დიდი აუზები, საკუთარი მაგნიტური სანაპირო, კარაოკე და ლაუნჯ სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და განსაკუთრებული სიმყუდროვე.

Intourist Kazbegi – სასტუმრო გახნის ეტაპზეა და პირველი სტუმრის მიღება აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება. HSC Group პროექტს უკვე ერთი წელია უწევს საკონსულტაციო მომსახურებას და მიუხედავად კორონავირუსის შედეგების, მენეჯმენტი იმედის თვალით უყურებს შიდა ტურიზმს და სწორედ ამ მოტივით, აპირებს ახალი 43 ნომრიანი სასტუმროს გახსნას ყაზბეგში. გამომდინარე მისი ადგილმდებარეობიდან, (ყაზბეგი საკმაოდ ახლოსაა თბილისთან) კომპანია პროგნოზს საკმაოდ დიდ მოთხოვნაზე აკეთებს. ობიექტს აქვს 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ტერასა, 1 ჰექტარი გამწვანებული ეზო და წარმოუდგენელი ხედები ყაზბეგის მყინვარსა და ყუროს ქედზე. ოთახების დიზაინი გადაწყვეტილია ლოფტის სტილში და წინა ხედის ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი აივანი. სასტუმროში იქნება რესტორანი და ლაუნჯის სივრცე, სადაც დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები.

გარდა ამისა, HSC Group აქვს მიმდინარე პროექტები მშენებლობის ეტაპზე თბილისში, რომელთა გახსნაც 2021 წლისთვის იგეგმება.

„ყველა ობიექტი, რომელსაც ჩვენი კომპანია თბილისში ემსახურება, დროებით შეჩერებულია, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ტურიზმი დედაქალაქში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თბილისი მიბმულია პირდაპირ ფრენებზე და საერთაშორისო ვიზიტებზე. ამიტომ, დროებით ყველა სასტუმრო დაიკეტა. თუმცა, ის პროექტები, რომლებიც იყო მშენებლობის ეტაპზე და გახსნა ისედაც 2021 იგეგმებოდა, არ გაჩერებულა და დღემდე, HSC Group აქტიურად თანამშრომლობს თბილისის იმ პარტნიორ სასტუმრო პროექტებთან, რომლის  მშენებლობაც გრძელდება“, – აცხადებენ HSC Group-ში.

მათივე ცნობით, სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია HSC Group საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია სასტუმროებს უწევს ობიექტის გახსნისთვის მომზადების საკონსულტაციო მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებას და სასტუმროს სრულ მართვას. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ტურიზმის სფეროს პროფესიონალებით, რომლებსაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ როგორც საერთაშორისო ბრენდში, ასევე ლოკალურ სასტუმროებში. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს: მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურება და იმ ყველა აუცილებელი სტანდარტის დანერგვა, რომელიც აუცილებელია სასტუმროს წარმატებით მუშაობისთვის.

HSC Group – ის დასრულებული პროექტებია: სასტუმრო Citadel Narikala, Chateu Ikalto, Gold Tbilisi, Chalet Mestia, The Family და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები