LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰქონდა სისხლის დანაკარგი“- როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

163
მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანეს ექიმის განცხადებით, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმმა მედიას განუცხადა, მეუფე სტეფანე კლინიკაში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

„პაციენტი ჩვენთან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებითაა შემოყვანილი. ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება, მას ჰქონდა სისხლის დანაკარგი.

სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი შევსებულია, დღეის მდგომარეობით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, კონტაქტური და ადეკვატურია,“ – აღნიშნა მეუფე სტეფანეს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, მეუფე სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუფე ცაგერში, უგონო მდგომარეობაში, საკუთარ კელიაში იპოვეს, რის შემდეგაც ჯერ ქუთაისში, რამდენიმე საათის შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.

საპატრიარქო ადასტურებს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობა უტარდება, თუმცა უარყოფს, რომ მიტროპოლიტმა საკუთარ კელიაში გონება დაკარგა.

სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს: საქართველოს საპატრიარქო

ამასთან, საპატრიარქო უარყოფს იმ ინფორმაციასაც, რომ მეუფე სტეფანეს შესაძლოა თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ თავად არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მიტროპოლიტის ცუდად გახდომის მიზეზი. საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკიდან რამდენი დღეში გაწერენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები