„გარდაბნის რაიონული სამსახურის სართიჭალის ფილიალის ბრიგადამ უმძიმესი პაციენტის სიცოცხლე რთული სამედიცინო მანიპულაციით გადაარჩინა,“ – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სიმინდის გადამამუშავებელ საწარმოში დანადგარზე მუშაობისას მამაკაცმა დაზიანება მიიღო.
გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, გულმკერდის დახურული ტრავმითა და სუნთქვის გაძნელებით დახვდათ.
კლინიკაში გადაყვანისას მამაკაცის გულმკერდი ასიმეტრიული გახდა, გაუძლიერდა ტკივილი და წნევა დაუვარდა( ფილტვის დაზიანების გამო განვითარდა დაჭიმული პნევმოთორაქსი).
ნონა კახაბრიშვილის მიერ პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასების, შესაბამისი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისა და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ურთულესი წარმატებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად, (პლევრის ღრუს დეკომპრესია პუნქციით) პაციენტს მოეხსნა ტკივილი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ბრიგადის მიერ პაციენტი სტაბილური მდგომარეობით უახლოეს კლინიკაში იქნა შეყვანილი.
ექიმი ნონა კახაბრიშვილი
ექთანი ლიკა სისოშვილი
მძღოლი სანდრო დოღონაძე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.