LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგში ქართული ღვინის კვირეული გაიმართა

76
130860803-2683333728644947-8217169581559818193-n

ჰონგკონგშიქართული ღვინის კვირეულიგაიმართა. ღონისძიება მოიცავდა სემინარებსა და დეგუსტაციებს ქართული ღვინის შესახებ.

კვირეულს 400-ზე მეტი დაინტერესებული სტუმარი და პოტენციური იმპორტიორი დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 18 ღვინის კომპანიის და 13 მცირე მარნის ღვინოს. რამდენიმე მათგანმა, უკვე დაიმსახურა იმპორტიორების ყურადღება.

მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პარალელურად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ 3  ქალაქში: შანხაიში, შენჯენსა და ჩენგდუში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები