ჟურნალმა Top Gear-მა უჩვეულო დრეგ-რბოლა ჩაატარა, ერთმანეთს ცხელი ჰეტჩბეკი Honda Civic Type R და ყველგანმავალი Land Rover Defender შეეჯიბრნენ. Land Rover-ის 70 წლის იუბილესთვის გამოშვებულ სუპერქარს 405 ცხენის ძალიანი ძრავი აქვს და პირველი „ასეულის“ განვითარება 5,6 წამში შეუძლია. ყველგანმავალის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია და აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. Honda Civic Type R-ს კაპოტის ქვეშ 2,0 მოცულობის VTEC ძრავი აქვს მოთავსებული. 0-დან 100 კმ-ს განვითარება მოდელს 5,7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 272 კმ/სთ-ს შეადგენს. Civic-ის აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მოიცავს და მას მოძრაობის რეჟიმის შერჩევა ინდივიდუალურად შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ Top Gear უჩვეულო რბოლებს ხშირად აწყობს ხოლმე და ამა თუ იმ მოდელს პრაქტიკაში ცდის.