LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-ს თვითმფრინავმა სიჩქარის რეკორდი მოხსნა

81

Honda-ს რეაქტიულმა თვითმფრინავმა სიჩქარის 2 რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური ავტომწარმოებლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

2016 წლის აპრილში, HondaJet-მა შეძლო აეროპორტი ტეტერბოროდან (ნიუ-ჯერსის შტატი) ფორტ-ლოდერეილამდე (ფლორიდას შტატი) რეკორდულ დროში 2 საათსა და 51 წუთში ჩაეღწია. თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე 769 კმ/სთ სიჩქარე იყო.

HondaJet-ი აღჭურვილია 2 გამწევით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3755 ცხენის ძალის ერთეულს შეადგენს. თვითმფრინავს 13 კმ სიმაღლეზე ფრენა და ბორტზე 6 მგზავრის დატევა შეუძლია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველი ასეთი ტიპის თვითმფრინავი 2015 წელს იქნა გაყიდული, ხოლო ევროპაში 2016 წელს. ერთი ეგზემპლარის ღირებულება 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები