ამომავალი მზის ქვეყანაში, წყალბადზე მომუშავე ავტომობილის Honda Clarity Fuel Cell რეალიზაცია დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოდელი საკუთარ თავში არამხოლოდ ინჟინრულ გადაწყვეტილებებს, არამედ ფუნქციონალურობასა და დახვეწილ დიზაინსაც აერთიანებს.
Clarity Fuel Cell მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომელიც წყალბადზე მომუშავე ძრავით იმართება. Honda-ს წარმომადგენლების განცხადებით, ავტომობილის კონსტრუქციაზე მუშაობისას, ინჟინრები მაქსიმალურად ეცადნენ ინტერიერი უფრო ფართო და მულტიფუნქციური გამოსულიყო, რამაც გადაცემათა კოლოფის გადაკეთება გამოიწვია. რაც შეეხება ძრავს, ის ზომით თანამედროვე V6-ის ტიპისაა.
ავტომობილს საწვავის ორი ავზი აქვს, ერთი რა თქმა უნდა ძველებურად ბენზინს ეკუთვნის, მეორეში კი, წყალბადის მარაგი ინახება. ძრავის ეფექტურობიდან გამომდინარე, ბენზინის არქონის შემთხვევაში Clarity 750კმ მანძილის გავლას შეძლებს.
Honda Clarity Fuel Cell-თან ერთად, გაყიდვაში ენერგობლოკიც გამოჩნდა, რომელიც ავტომობილის სიმძლავრის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პორტატული ბლოკი საშუალებას იძლევა იყოს დენის წყაროც და რიგ შემთხვევებში, მისი გამოყენება არც საოჯახო საქმიანობაში იქნება ურიგო.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ავტომობილის შეძენა მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეუძლიათ, 2016 წლის ბოლოს კი Honda Clarity Fuel Cell ევროპისა და ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება.