LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ უპილოტო კვადროციკლი რეალურ პირობებში გამოსცადა

honda

კომპანია Honda-მ ავტონომიური ყველგანმავალის Autonomous Work Vehicle-ის პირველი ტეტს-დრაივი მოაწყო. უპილოტო რეალურ პირობებში სამი სხვადასხვა სცენარით გამოსცადეს. კვადროციკლს ფერმაში დახმარება, სახანძრო მოწყობილობების გადატანა და მოსავლის აღება დაევალა.

პროტოტიპი GPS- მიმღებითაა აღჭურვილი და სივრცეში ორიენტირებისთვის სპეციალური სენსორიც აქვს. ავტონომიური ტექნიკის დაპროგრამა რამდენიმე რეჟიმშია შესაძლებელი – მას შეუძლია ობიექტს გაყვეს, A პუნქტიდან B პუნქტისკენ გადაადგილდეს ან წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით იმოძრაოს. სპეციალისტებმა სამივე რეჟიმი ცალ-ცალკე გამოსცადეს და უპილოტომ ყველა დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

Honda იმედოვნებს, რომ მომავალში ავტოპილოტი კიდევ უფრო გააუმჯობესოს და მისთვის აქსესუარების ნაკრებიც შექმნას. შედეგად, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას მაშველები, მეხანძრეები და მშენებლებიც კი შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები