LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ანიმაციური რეკლამა გადაიღო, რომელშიც გიგანტი რობოტი მონაწილეობს

36

კომპანია Honda-მ ახალი სარეკლამო რგოლი Dream Makers გამოუშვა, რომელშიც კომპანიის ყველაზე ახალი მოდელები ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მთავარ როლებს ასრულებენ. Honda Civic მატარებელს, მთებში მისდევს, ქროსოვერი Honda CR-V უცხოპლანეტელების ცივილიზაციას ხვდება, წყვილი მოტოციკლ Africa Twin-ზე უდაბნოში მიმალვას ცდილობს, ხოლო სულ ახალი Honda Civic Type-R გიგანტურ რობოტს გამოგნილ იაპონურ მეგაპოლისში დდასდევს.

ჰონდა ახალ რგოლში არა მხოლოდ ნახატ ანიმაციას, არამედ თანამდროვე ბლოკბასტერების წარმოების მთელ ციკლს აჩვენებს – დაწყებული სცენარიდან, 3D მოდელებისა CGI პეიზაჟების შემუშავებით და ბუნებაში რეალური გადაღებებით დასრულებული.

რგოლის გადაღებით ლონდონური სააგენტო Wieden+Kennedy იყო დაკავებული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სურდათ ვიდეოში ეჩვენებინათ რამდენად მნიშვნელოვანია მცირე დეტალები დიდი ფილმების გადაღებისას და Honda ასევე გულდასმით ეკიდება თავისი ავტომობილების შექმნას.

https://www.youtube.com/watch?v=9GCKlLXKYKQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები