LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ახალი კომპაქტური ქროსოვერი WR-V გამოუშვა

26

კომპანია Honda-მ ახალი კომპაქტური ქროსოვერი WR-V გამოუშვა. მოდელი Renault Duster-ისა და Ford EcoSport-ის პირდაპირ კონკურენტი იქნება. ახალი ,,ლამაზმანის’’ საერთაშორისო პრეზენტაცია ბრაზილიაში, სან-პაულოს ავტოსალონზე გაიმართება.

ყველგანმავალის შექმნაზე იაპონური ბრენდის ბრაზილიურმა წარმომადგენლობამ იზრუნა. ავტომობილის სრული სახელწოდებაა – Winsome Runabout Vehicle.

Honda-ს ყველგანმავალი აგებულია ცნობილი ჰეთჩბექის Jazz-ის პლათფორმაზე.

არანაირი სხვა ინფორმაცია მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არ ვრცელდება. ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ ქროსოვერის საბაზრო ვერსია 2017 წელს გამოვა. მათივე განცხადებით, გაყიდვები 2017 წლის ბოლომდე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები