LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ახალი Civic Type R წარმოადგინა

70

Honda-მ ჯენევის ავტოსალონზე ჰოტ-ჰეტჩის Civic Type R ახალი თაობის ახალი სერიული მოდელი წარმოადგინა. ავტომობილმა შეინარჩუნა 2 ლიტრიანი ბენზინის გამწევი, რომელიც 4 ბირთვიანი, ტურბო ტიპის ძრავია. ახალ ავტომობილებში გამწევის სიმძლავრე 10 ცხენის ძალის ერთეულით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მოდელის წინა ვერსიისგან განსხვავებით, ახალ Civic Type R-ს შეცვლილი აქვს გეომეტრიული აგებულება.

მოდელმა მიიღო თვითბლოკირებადი დიფერენციალი და ასევე ადაპტირებული ამორტიზატორები. ელექტრონიკის მართვისას, შეცვლილია საჭის მართვის მექანიზმი. დაემატა ახალი რეჟიმი – ,,კომფორტი’’. მანამდე მოდელში მხოლოდ 2 რეჟიმი იყო: ,,სპორტული’’ და ,,საგზაო +R”.

რაც შეეხება ძრავის ტექნიკურ აღწერილობას, იგი 320 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 400 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები