LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ახალი 10 საფეხურიანი ტრანსმისია წარმოადგინა

40

Honda-ს პირველი ავტომობილი, რომელიც ახალ გადაცემათა კოლოფს მიიღებს, 2018 წლის Odyssey იქნება. ტრანსმისიის წარმოება ჯორჯიას შტატში, ტალაპუსის ქარხანაში დაიწყეს. ქარხანა 2006 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 375 000 ტრანსმისიას უშვებს. როგორც იაპონური ბრენდის პრეს-სამსახური იუწყება, 2018 წლის სამოდელო რიგის Odyssey-ს გაყიდვები ამა წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ახალი თაობის მინივენი Odyssey პირველად წელს იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე გამოჩნდა. სიახლეს 3,5 ლიტრიანი ბენზინის V6 ძრავი აქვს, რომელიც 280 ცხენის ძალას ავითარებს.

ავტომობილს შეცვლილი დიზაინის რადიატორის ჩარჩო და შუქდიოდური ოპტიკა აქვს. ავტომობილმა სალონში ახალი სავარძლები და მულტიმედიური სისტემა მიიღო, რომელსაც Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა აქვს. ფუნქციების CabinWatch და CabinTalk-ის საშუალებით მძღოლს შეუძლია მგზავრებთან კამერებისა და აუდიოსისტემის საშუალებით იურთიერთოს, ისე რომ გზას თვალი არ მოაშოროს. სიახლემ ასევე სისტემა Magic Slide მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილის სალონის კონფიგურაცია შეიცვალოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები