იაპონურმა კომპანიამ Honda ლას-ვეგასში გამართულ SEMA ტუნინგშოუზე ახალი თაობის Civic წარადგინა.
2016 წლის მოდელი ძველისგან ძალიან განსხვავდება, რასაც სურათებში თქვენც კარგად დაინახავთ. ცვლილებები შეეხო თითქმის მთლიან ავტომობილს. მაგალითად: წინა ტუჩის გამო ის უფრო ფართო გვეჩვენება. აგრეთვე სიახლეა 17 დიუმიანი ალუმინის დისკებიც.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალ მოდელში მთლიანად იქნება ჩართული Honda Genuine Accessories რომელშიც შედის აქსესუარები დაწყებული ტუჩის დამცავებიდან, უკაბელო დამტენით დამთავრებული. ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდება.