LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Civic-ის ახალი მოდელები ტურბოძრავებით აღიჭურვა

52

კომპანია Honda ევროპული ბაზრისთვის ჰეჩბექ Civic-ის მე-10 თაობას წარმოადგენს. ხუთკარიანი ,,ლამაზმანი’’ საჯარო პრემიერისთვის მზად უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება. საზოგადოება მას სტანდარტულად, პარიზის ავტოსალონში იხილავს.

როგორც ცნობილია, ჰეჩბექი აგებული აბსოლუტურად ახალ პლათფორმაზე. კერძოდ, იგი 16 კგ-ით მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედები. მოდელის ზომა 4497 მმ-ია, მისი სიგანე 1800 მმ, ხოლო სიმაღლე 1421 მმ-ით განისაზღვრა. ჰეჩბექი 130 მმ-ით გრძელი, 30 მმ-ით გამიერი და 20 მმ-ით მაღალია მის წინამორბედზე.

რაც შეეხება მოდელის ძრავს, იგი აღჭურვილია 127 ცხენის ძალის სიმძლავრის, სამცილინდრიანი ძრავით, რომელიც 1 ლიტრიანი ტევადობისაა. ასევე – ოთხ ცილინდრიანი  1.5 ლიტრის ტევადობის ძრავით, რომელიც 180 ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრა. ორივე აგრეგატი ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთადაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ჰეჩბექის ინტერიერს, იგი აღჭურვილია TFT დისფლეით და განახლებული მულტიმედიური სისტემით. რომელიც კომპანია Apple-ს ინტერფეისზე მუშაობს. ტექნოლოგია CarPlay-ს სახელითაა ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები