ვერის ბაღში შექმნილი ე.წ სახალხო რაზმები დღეს სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ და ლგბტ თემის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ოფისებთან გამართული მსვლელობის მოწინააღმდეგებმა მარჯანიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში გადაინაცვლეს და ადგილობრივ ბინადარს ფარდის ჩამოხსნა და გადაცემა მოსთხოვეს. ადგილზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ ფარდა ლგტბ- ს დროშა იყო.
“რა მნიშვნელობა აქვს, ფარდა იყო თუ დროშა? ხომ იცოდა, რისი სიმბოლიკაც არის, სხვა ფერის ფარდა გააკეთოს. ეს დღეს გააკეთა შეგნებულად, წინა თვეში რატომ არ ქონდა ეს ფარდა, ან წინა კვირაში?” – უთხრა ჰომოფობიური აქციის მონაწილემ “პირველ არხს”.
ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების გეგმა უცვლელი რჩება. როგორც ბრეგაძე აცხადებს, არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდეს. თუ რა გზებს მიმართავენ მათთვის ხელის შესაშლელად, ბრეგაძე არ ახმოვანებს და ამბობს, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს.
ვასაძისა და მისი თანამოაზრეების გეგმა უცვლელი რჩება
ბრეგაძე: პრაიდი არ ჩატარდება, თუ როგორ, ამას სიურპრიზად დავტოვებთ
თბილისი პრაიდის კვირეული ოფიციალურად დაიწყო. პირველი ღონისძიება, სპექტაკლი “კავკასიური მეტამორფოზა”, რომელიც ელგებეტე ადამიანების პრობლემებს ეხება, წარმატებითა და ექსცესების გარეშე დასრულდა.
“არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მადლობა მხარდაჭერისთვის, მამაცო ადამიანებო! – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
თბილისი პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეული ფარგლებში დაგეგმილია “ღირსების მარშის” ჩატარებაც.