ჰომეოპათიური აბები და გელები, რომელიც კბილების ამოსვლისას ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად მიიჩნევა, შესაძლოა, სულ მცირე 10 ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო, ამის შესახებ პორტალი Gizmodo გამოცემაზე Buzzfeed დაყრდნობით წერს.
2010 წელს აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ჰომეოპათიური პროდუქცია Hyland’s შეიცავს ბელადონას, რაც, შესაძლოა, ბავშვების სიკვდილის მიზეზიც კი გამხდარიყო. FDA-ს განცხადებით, დასკვნა კრუნჩხვის, ღებინების და სხვა გვერდითი მოვლენების 400 შეტყობინებისა და 10 გარდაცვალების შემთხვევის შედეგად გააკეთეს.
მალევე კომპანიამ Hyland’s საკუთარი პროდუქცია უკან გაიწვია.
FDA და აშშ-ს პედიატრიის აკადემია კბილების ამოსვლისას ტკივილის შესამცირებლად დედებს ურჩევენ, ბავშვებს ღრძილებზე გაუკეთონ მასაჟი, ან გამოიყენონ ცივი კომპრესები.