Holywood Reporter ქართველ კინორეჟისორთან, „შინდისის“ ავტორ დიტო ცინცაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რატომ აქვს „ოსკარზე“ საქართველოს წარგზავნილ ფილმს პირდაპირი კავშირი უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან.
„რეჟისორი დიტო ცინცაძე განიხილავს, როგორ მიაპყრობს ყურადღებას „შინდისი“, საქართველოს წარგზავნილი „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში, „დავიწყებულ ომზე“ რუსეთთან, რასაც, მისი თქმით, პარალელების გავლება შეუძლია უკრაინაში შექმნილ კონფლიქტთან.
დიტო ცინცაძე:
„მართალი გითხრათ, მე არ ვფიქრობ ფილმის შანსებზე. ჩემი მიზანია, მივაპყრო ყურადღება რუსულ ოკუპაციაზე, რომელიც მთავარი კრიზისია, რაც ჩემს ქვეყანაზე გავლენას ახდენს. არტისტული თვალსაზრისით, ჩემს ერთ-ერთ ფილმზე, „მედიატორზე“ ბევრად უფრო ცხადი და ფოკუსირებულია და რაც ყველაზე მთავარია, აქვს ემოციური მიდგომა“.