LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hollywood-ის სცენარისტები გაფიცვას იწყებენ – შეჩერდება თუ არა სატელევიზიო შოუები

184
hollywood

Hollywood-ში სცენარისტების ორი ძირითადი ჯგუფი გაფიცვისთვის ემზადება. ათასობით სცენარისტის პროტესტის მთავარი მიზეზი ანაზღაურებაა. ამერიკის მწერალთა გილდიისა და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსის წარმომადგენლები Walt Disney-სა და Netflix-ისგან ხელფასების მომატებას ითხოვენ.

სცენარისტების აზრით, ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ-პლატფორმებზე განთავსებული კონტენტისთვის მათი ანაზღაურება შეუსაბამოდ დაბალია. გილდია ჯამში დაახლოებით 11 500 სცენარისტს აერთიანებს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში. მისი წევრები Hollywood-ის სტუდიების გარშემო პიკეტირებას გეგმავენ.

Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვების დაწყება ნიშნავს, რომ, შესაძლოა, რამდენიმე სატელევიზიო შოუ თუ ტელესერიალი დროებით აღარ გამოვიდეს. გარდა ამისა, გაფიცვების გამო, შესაძლოა, შემოდგომის რამდენიმე სატელევიზიო სეზონიც გადაიდოს.

სცენარისტები, ბოლოს 2007 წელს გაიფიცნენ. მაშინ ისინი DVD-ფორმატში და ინტერნეტში გაყიდული კონტენტისთვის ანაზღაურების მომატებას ითხოვდნენ. პროტესტი 100 დღის განმავლობაში გაგრძელდა და იგი კალიფორნიის ეკონომიკას $2 მილიარდზე მეტი დაუჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები