LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესდნენ

189

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

ქ. ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან.

სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ “Cash Rebate” პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული  კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს. ამასთან, ქვეყანაში არის დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები