ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო დავაზე „ნეტფლიქსმა“ დოკუმენტური სერიალი, „დეპი ჰარდის წინააღმდეგ“ გადაიღო. სერიალში სასამართლო პროცესებიდან რეალურ კადრებს ვიხილავთ. პროექტის მიზანია, გახმაურებულ და ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ საქმეზე, ნეიტრალური დამოკიდებულებები წარმოაჩინოს. პრემიერა 16 აგვისტოს შედგება.
შეგახსენებთ, სკანდალური წყვილის გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ კიდევ ერთი ფილმი Hot Take: The Depp/Heard Trial გადაიღეს. ფილმში ჯონი დეპის როლს მარკ ჰაპკა ასრულებს, ხოლო მეგან დევისი ემბერ ჰარდის როლს ირგებს.
„დეპი ჰარდის წინააღმდეგ“ – სკანდალური საქმის შესახებ სამ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
დეპი-ჰარდის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი „თრეილერი“ გავრცელდა – შეაფასეთ ახალი ჯონი და ემბერი