LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის ცნობილი “დედიკოს ბიჭები”

217

კინოინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, ზოგი საკმაოდ ახალგაზრდა ტოვებს მშობლების სახლს, ზოგს პირიქით, ზრდასრულ ასაკში და წარმატების პიკშიც კი, ჭირდება მშობლების ყურადღება.

 

  1. რაიან გოსლინგი საკმაოდ ხშირად სეირნობს დედასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში.
  2. ტომ კრუზისთვის დედა ბავშვობაშიც ყველაზე ახლო მეგობარი იყო, რადგან მამა არსადროს ჰყოლია. “ადამიანები თვითონ ქმნიან საკუთარ ცხოვრებას. მე ვნახე როგორ წვალობდა დედა ჩვენს გადასარჩენად და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები”, – ამბობს მსახიობი.
  3. ბრედლი კუპერს ძალიან არ უნდოდა დედის მარტო დატოვება და მამის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად.
  4. “ოსკარის” საზეიმო ცერემონიაზე ჯერემი რენერმა დედა წაიყვანა, რომელიც დიდხანს ოცნებობდა ამ ღონისძიების საკუთარი თვალით ნახვას.  
  5. ხავიერ ბარდემი დედის – პილარის კვალს გაყვა და მსახიობი გახდა, ამიტომ პროფესიონალურ რჩევასაც პირველ რიგში სწორედ მას ეკითხება.
  6. ჯასტინ თიმბერლეიკისთვის დედა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მუსიკოსი ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ექცევა ქალებს.
  7. ლეონარდო დი კაპრიო ცდილობს ყოველი შვებულების რამდენიმე დღე დედასთან ერთად გაატაროს. როგორც ამბობენ, ქალბატონს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ლეოს გარშემო თავმოყრილი მრავალრიცხოვანი ლამაზმანების შერჩევაშიც.
  8. “კლინიკის” ვარსკვლავი ზაკ ბრაფი აღიარებს, რომ ის დედიკოს ბიჭია და ცხოვრება არ შეუძლია მის გარეშე.
  9. ჯეიკ ჯილენჰოლს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს ოჯახთან და განსაკუთრებით დედასთან, რომელთან ერთადაც ხშირად სტუმრობს მაღაზიებს და სხვადასხვა წვეულებებს.
  10. შაია ლაბაფის უსაზღვროდ უყვარს დედა. “დედაჩემი საუკეთესოა დედებს შორის და არცერთ სხვა ქალს არ ჰგავს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.
  11. ეკრანზე კოლინ ფარელი “მაგარ ბიჭებს” განასახიერებს, რეალურ ცხოვრებაში კი, ნამდვილი დედიკოს ბიჭია. “დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ საკუთარი ცხოვრებით მეცხოვრა, საკუთარი გზა ამეჩია და დავმტკბარიყავი ყოველდღიური ცხოვრებით”, – ამბობს ფარელი.
  12. ჯასტინ ბიბერმა საკმაოდ ახალგაზრდამ მიაღწია წარმატებას, რასაც პირველ რიგში დედას უნდა უმადლოდეს. მუსიკოს გულზე დედის ტატუც კი აქვს გაკეთებული.
  13. როცა კომიკოსს რასელ ბრენდს ეკითხებიან, თუ რა მთავარ თვისებას გამოარჩევდა დედის ხასიათში, ის ყოველთვის პასუხობს: “დედამ ადამიანების მოსმენა და მათი პატივისცემა მასწავლა, რადგან სწორედ ასე ექცევა თვითონ ყველს”.
  14. ბავშობაში მეტიუ მაკკონაჰის დედა ხშირად უმეორებდა: “ბევრს ჰგონია, რომ მამაკაცი მონადირეა, ქალი კი – მისი ნადავლი. ხშირად ასეა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენც შეიძლება გახდე ქალის ნადავლი”.