LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდი გულშემატკივრების მიერ შექმნილ გუნდზე ფილმს გადაიღებს

39

ჰოლივუდი ფილმს იღებს ინგლისურ კლუბზე, რომელიც გულშემატკივრებმა შექმნეს.
სკ ”უიმბლდონი” კინოში იქნება უკვდავყოფილი.

ჰოლივუდში ეკრანზე გადაიტანენ სკ ”უიმბლდონის” ისტორიას, რომელიც გულშემატკივრებმა ”უიმბლდონის” ნაცვლად შექმნეს (”უიმბლდონი” მილტონ-კინსში გადაბარგდა). პროექტს ჯერჯერობით სახელი არ აქვს, გამოსვლის ვადებიც უცნობია. ფილმის პროდიუსერი გახდება ამერიკელი მწერალი ჯონ გრინი, სცენარისტი კი რიჩარდ კორდინერი.

სკ ”უიმბლდონი” 2002 წელს იმ ფანებმა შექმნეს, რომლებიც არ შეეგუვნენ ”უიმბლდონის” სხვა ქალაქში გადასვლას.
ამ სეზონში სკ ”უიმბლდონი” შეხვდება ”მილტონ კინს დონს” (ყოფილ ”უიმბლდონს”).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები