LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიური კლუბის ახალ მაისურზე რუსეთის დროშა დაინახეს… რაშია საქმე?

124
F0WmytuXoAAlYnH

ნიდერლანდების კლუბმა „ჰერენვენმა“ ახალი ფორმა გამოუშვა და სამკლავურზე თეთრი, ლურჯი და წითელი ხაზები დაიტანა. ბევრმა გულშემატკივარმა ამაში რუსეთის დროშა დაინახა და კლუბს ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.

კლუბის ხელმძღვანელობა უარყოფს რაიმე ასოციაციას რუსეთთან. მათი გნმარტებით, თეთრი, ლურჯი და წითელი ხაზები საგარეო წითელ მაისურზე 1993/94 წლების კომპლექტის მემკვიდრეა (ოღონდ მაშინ ერთმანეთს არ უერთდებოდა).

„არის ხალხი, რომლებიც მსოფლიო მოვლენებთან გვაიგივებს. ეს არის ჩვენი კლუბის ფერები. ერთადერთი დროშა, რომელზეც ვფიქრობთ, ეს არის ფრიზის დროშა“, – განაცხადა „ჰერენვენის“ კომერციულმა დირექტორმა მარტინ კუპმანმა.

„ჰერენვენის“ ემბლემა შედგება ფრისლანდიის (პროვინცია ჩრდილოეთ ნიდერლანდებში) დროშის ელემენტებისგან, სადაც თეთრი და ლურჯი ზოლები დიაგონალურადაა. თეთრ ზოლებზე კი წითელი ფოთლებია, რომელიც შუა საუკუნეების სახელმწიფოზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები