LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიაში რემბრანდტის ბურთით ითამაშებენ (ვიდეო)

154
eredivisiebanner

ჰოლანდიაში მომავალ სეზონში რემბრანდტის სურათების ფრაგმენტებიანი ბურთით ითამაშებენ.

ამსტერდამის რაიხმუზეუმში ჰოლანდიის მომდევნო სეზონის ჩემპიონატის ბურთი წარადგინეს.

2019 – რემბრანდტის წელია, ამიტომ ბურთზე დიდი მხატვრის პორტრეტი და ნამუშევრებია დახატული.

რაიხმუზეუმი მსოფლიოს 20 ყველაზე მონახულებად მუზეუმში შედის. აქ ცენტრალური ადგილი რემბრანდტის „ღამის გუშაგებს“ უკავია, რომლის ფონზე შედგა კიდეც ბურთის პრეზენტაცია.

 

 

Rembrandtball-ის დიზაინსა და სახელზე პასუხისმგებელი იყო ირმა ბომი, ძალიან ცნობილი გრაფიკული დიზიანერი, გუტენბერგის პრემიის ლაურეატი. 28 აპრილს ბურთს ჩემპიონატში დებიუტი ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები