LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდია უპილოტო ტრანსპორტისთვის ყველაზე კომფორტული ქვეყანაა

59

ჰოლანდიელები უპილოტო ტრანსპორტისთვის ყველაზე მეტად არიან მზად. ანალიტიკური კომპანიის „KPMG”-ის ინფორმაციით, ჰოლანდიაში საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის იდეალურადაა განვითარებული. გავრცელებულია უპილოტო მოწყობილობები, რომლებიც მოძრაობას ადამიანის დახმარების გარეშეც მშვენივრად არეგულირებენ. მაგალითად ისეთი, როგორიცაა გამშვები პუნქტები. გზები კი უმაღლესი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ჰოლანდია ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებითაც ლიდერია და მათი რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით 26 ათასს აჭარბებდა. ყველა ეს მიზეზი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში მომავლის ტრანსპორტმა, ანუ უპილოტო ავტომობილებმა იმოძრაონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები