ჰოლანდიის ნაკრები აღარ იარსებებს – ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა წინა სახელწოდებაზე და ოფიციალურად შეცვლის სახელს ნიდერლანდებზე.
Adformatie-ის ინფორმაციით, ჰოლანდია ასოცირდება წითელი ფანრების კვარტალთან და ნარკოტიკებთან, ამიტომ ახალი იმიჯი აიგება ნიდერლანდების სახელწოდების ირგვლივ.
ეს აისახება სპორტის ყველა სახეობის ეროვნულ ნაკრებებზე. კერძოდ, ფეხბურთელები ითამაშებენ ნიდერლანდების ნაკრებში. 2020 წლის ზაფხულის თამაშებზეც რებრედინგ გავლილი გუნდი გამოვა.