LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოკეის მეკარე თავზე იბრაჰიმოვიჩს დაიხურავს

71

ჰოკეიში შვედების მეკარე მსოფლიო თასზე ზლატანის შლემით გამოვა.

„ვანკუვერის“ და შვედეთის ნაკრების 26 წლის გოლკიპერმა იაკობ მარკსტრიომმა მსოფლიოს თასის შლემი წარადგინა, რომელიც დამშვენებულია ტრადიციული სამი გვირგვინით და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსახულებით.

მსოფლიო თსზე შვედეთი შეხვდება რუსეთს (18 სექტემბერი), ფინეთს (20 სექტემბერი) და ჩრდილო ამერიკის ახალგაზრდულ ნაკრებს (21 სექტემბერი).
ყველა მატჩი ტორონტოში გაიმართება.

2014 წელს იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ისტორიაში მეორე უდიადეს სპორტსმენად აღიარეს, რომელიც მხოლოდ ჩოგბურთელ ბიორნ ბორგს ჩამორჩა. ჰოკეისტთა შორის საუკეთსო პიტერ ფორსბერგი მხოლოდ მეცხრე იყო.

CrTWBlQWEAAeMB9

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები