H&M-ის გახსნის ღონისძიებას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გზის გადაკეტვით იყო უკმაყოფილო, ნაწილი გახსნის პომპეზურობით და ეს ის ხალხია, ვინც მიღებაზე არ იყო მიწვეული. ღონისძიებაზე მყოფების უკმაყოფილება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ღონისძიებაზე სტუმრები ბავშვებთან ერთად არ დაუშვეს.
“მთავარი სირცხვილი აქ ისაა, რომ ყველა დედას, ვინც ბავშვის გამო გვერდით გაგვწიეს (პირდაპირი მნიშვნელობით გაგვწიეს), და “ჰელფ-ზონაში” დაგვაყენეს, პირდაპირ ბავშვების წინაშე გვეუბნებოდნენ “ესენი არ უნდა წამოგეყვანათო”. რამდენიმე ბავშვმა ტირილი დაიწყო, რადგან უსარგებლო ნივთად იგრძნო თავი (გადამეტება და სენტიმენტები მე არ მახასიათებს, მოგეხსენებათ)”, – წერს მარიკა ბაკურაძე.
https://www.facebook.com/marika.bakuraze/posts/1727955727228174?pnref=story
საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილიც და წერს, რომ ბავშვების თანდასწრებით იმის თქმა, რომ “მათი ადგილი აქ არ არის” ღირსებისშემლახველი და დამამცირებელია. ანა არაგანაშვილი ხაზს იმასაც უსვამს, რომ ამ ნაბიჯით ისინი ქალებისთვისაც არამეგობრულ და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიან.
“ჰ და მ-ს მიღებასთან დაკავშრებით. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ… ჰ და მ- ყურადღებით მოგვისმინეთ თუ შეიძლება:
1. ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მუშაობა, საკუთარი თავის მოვლაც კი, გენდერული როლების გამო, მუდმივად ბავშვებთან არის კავშირში. თუ თქვენ ბავშვებს გამორიცხავთ სივრციდან, ამით ქალებისთვის არამეგობრულ გარემოს ქმნით და, ფაქტობრივად, ქალებს უზღუდავთ მონაწილეობას საჯარო სივრცეში. რაც, ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული გარემოს დამკვირდებას.
2. თუ თქვენი პრეზენტაციის შინაარსი იყო ბავშვებისთვის შეუსაბამო, ჩაგეწერათ მოსაწვევში და არავინ მოიყვანდა ბავშვებს ან მათი დატოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საერთოდ არ მოვიდოდნენ, ასეთი ძნელია წინასწარ გაფრთხილება და ამის პრევენცია?
3. ბავშვების თანდასწრებით, თქვენი პერსონალის მხრიდან, იმის თქმა, რომ ბავშვები არ უნდა მოეყვანათ და “მათი ადგილი აქ არ არის” არის ბავშვებისთვის ღირსებისშემლახველი და დამამცირებელი. ძალიან სამწუხაროა თუ, თქვენი თანამშრომლები ასე საუბრობენ.
ერთი სიტყვით, ნამეტანი ცუდი ამბავი დაგემართათ და არ მგონია თქვენი ჰედ ოფისი ბედნიერი იყოს ამის გაგებით,”- წერს ანა არაგანაშვილი.
https://www.facebook.com/anna.arganashvili/posts/10155853267761112
კიდევ ერთი პრეტენზია სავაჭრო ცენტრის წინ ტროტუარის გადაკეტვას ეხებოდა, რის შედეგადაც გამვლელებს ავტომანქანების სავალ ნაწილზე უწევდათ გადასვლა, მათ შორის, ბავშვებს.
“მოკლედ, ჰ და მ – მ გადაწყვიტა მისი მაღაზიის გახსნაზე სრულად გადაკეტოს თავისუფლებისეტროს მიმდებარე ტერიტოტია. მთლიანი საფეხმავლო გზა და არ გაუმართლად რომ მე გავიარე”,- წერს კიდევ ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი.
https://www.facebook.com/nikoloz.humanoidi/videos/2125008730846500/?hc_location=ufi
“ფორტუნა” გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით H&M-ის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა და მათგან საპასუხო პოზიციას ელოდება.
თუმცა, ღონისძიებას დადებითი გამოხმაურებაც ჰქონდა.
“სოციალურ ქსელში თაზო გამცემლიძე წერს, რომ სხვა ქვეყნებშიც ასეთი მასშტაბური ღონისძიებით იხსნება მაღაზიები.
“მაგალითად, პირველი ფოტო ნიუიორკია, შემდეგ ახალი ზელანდია და ესპანეთი. ეს “ბრენდი” ესე ხსნის თავის ახალ მაღაზიებს და ხალხსაც ვისაც უნდა იმათ პატიჟებს.
“ძალიან უხერხულია ამდენი “საქართველოს ჩამორჩენილობაზე” აქცენტირება. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილიც გულჩაწყვეტილია ჰ&მ მაღაზიის პრეზენტაციით. კარგით რაა, “ტეხავს” უკვე.
“არც ქუჩის გადაკეტვაში და შემდეგ იმ კარგი ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე გახსნაში არ იყო არაფერი სასწაული და დაუჯერებელი.
საერთოდ არც არაფრით არ განსხვავდება ეს საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან. სხვაგანაც გადაკეტილა “ტროტუარი” და სხვაგანაც გახსნილა, ცხოვრებაა ჩვეულებრივი, თავის შეცდომებით და წარმატებებით. ყველაფრისგან ეროვნული დაპირისპირების შემნა არ გამიგია,” – წერს თაზო გამცემლიძე.
https://www.facebook.com/tazo.gamtsemlidze/posts/10214734229860057