LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M-ის ფემინისტური რეკლამა მხოლოდ ქალებისთვის (ვიდეო)

310

ცნობილმა შვედურმა ბრენდმა H&M ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარმოადგინა. ახალი სარეკლამო რგოლის გადაღებებისთვის ბრენდმა არჩევანი ბუენოს-აირესის ქუჩებზე გააკეთა, სადაც ცეკვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. ახალი კლიპი ფემინისტურ დატვირთვას ატარებს და მასში მხოლოდ ქალებს ვიხილავთ, რომლებიც ბუენოს-აირესის მზიანი ქუჩებში არგენტინულ ტანგოს ცეკვავენ. კლიპში მონაწილეობას იღებენ ელიზაბტე ოლსენი, უინონა რაიდერი, ანდრეა დიაკონუ, ანა ევერსი და სხვები. უინონა რაიდერი ამბობს, რომ კომპანიასთან თანამშრომლობით სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მასში ქალების მიმართ განსაკურებული აქცენტები დაინახა.

კლიპში მონაწილე მსახიობები და მოდელები H&M-ის საგაზაფხულო სამოსში ცეკვავენ, სადაც  ჰაეროვანი კაბები, ჯინსები და ბლუზები ჭარბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები