ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში, კომპანია „ჰიუნდაიმ“ ახალი “Vision G”-ს კონცეპტი წარადგინა. კრიტიკოსებმა ამ ავტომობილს „პრემიუმ ავტომობილების ახალი თაობა“ უწოდეს.
ავტომობილი ვიზუალურად ძალიან გავს ბრიტანულ „ბენტლის“, თუმცა იაპონური შტრიხებით ადვილად მივხვდებით, რომ ის „ჰიუნდაია“. კაპოტქვეშ 8 ცილინდრიანი 5.0ლ ძრავი დევს, რომელიც 420 ცხენის ძალით განისაზღვრა. როგორ გადაცემათა კოლოფზე იმუშავებს ძრავი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ ახალ „Genesis”-ს შევხედავთ, ანალოგიურ ძრავზე, 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაყენებული.
რაც შეეხება სერიულ წარმოებას, ჯერჯერობით კომპანია ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.