LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰიუნდაი ავტო საქართველომ” ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები წარადგინა

50

“ჰიუნდაი ავტო საქართველომ” მომხმარებელს 2 ახალი ავტომობილი წარმოუდგინა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პირველი ეს არის Hyundai IoniqFull Electric – პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი ”ჰიუნდაის” სამოდელო რიგში ჰეჩბექი “ჰიუნდაი აიონიქი”.

”Hyundai-ს მთავარი მიდგომა ამ მოდელის შექმნის დროს იყო: უკომპრომისო დიზინი, ეკონომიურობა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დანერგვა. „აიონიქი“ სრულ დატენვაზე გადის 280 კმ-ს, რომელიც მის კლასში საუკეთესო მაჩვენებელია. ჰიუნდაიმ მოდელი სტადარტულად აღჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით და მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს Apple CarPlay, AndroidAuto და სხვა მრავალი ფუნქციით. სრულიად ელექტრო „აიონიქის“ საბაზისო მოდელის ფასი იწყება – 73,100 lariდან”, – აცხადებენ “ჰიუნდაი ავტო საქართველოში”.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ეს არის Hyundai IoniqHybrid- ჰიბრიდული ავტომანქანა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ და დიზაინის გამოწვევებს. 6 სიჩქარიანი ტრანსმისია ორმაგი მოჭიდების დისკით(DCT) უზრუნველყოფს სიჩქარეების უფრო სწრაფდა ზუსტ გადართვას, ასევე საწვავის მოხმარების ეკონომიურობას. Ioniq ჰიბრიდის საწვავის ხარჯი შეადგენს მხოლოდ 3.9ლ 100კმ-ზე.

”აეროდინამიური დიზაინი, უახლესი ძრავის ტიპი და გადაცემათა კოლოფი ქმნიან ყველაზე თანამედროვე და ეკონომიურ მანქანას დღევანდელ ბაზარზე. ბენზინის, ელექტრული ძრავის და ლითიუმ- იონის პოლიმერული ელემენტის სრულყოფილი კომბინაციით მართვა არის სანდო, მდგრადი , ეკონომიურად მომგებიანი და სახალისოც”, – განმარტავენ კომპანიაში. მათივე ცნობით, Hyundai IoniqHybrid საბაზისო მოდელის ფასი იწყება 55,900 lariდან.

ამასთან, ”ჰიუნდაი” მომხმარებლებს სთავაზობს ”აიონიქის” ორივე მოდელზე 7 წლიან გარანტიას ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორზე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს „აიონიქის“ ეფექტურობას და საიმედოობას ექსპლუატაციის კუთხით.