პოპულარულმა მსახიობმა, 9 წლის ფანს დომინიკს, რომელიც დაავადებულია კისტოზური ფიბროზით, სურპრიზი მოუწყო.
რადიო გადაცემაში „The Kyle and Jackie O Show”-ში, მიწვეული 9 წლის ბიჭუნა, წამყვანებმა ჰიუ ჯეკმენთან დააკავშირეს. თუმცა, ბიჭუნამ არ იცოდა, რომ მსახიობი გვერდითა ოთახში იმალებოდა.
„ჰეი ჰიუ, ჩვენ გყვავს სტუმრად დომინიკი, რომელიც შენი საუკეთესო გულშემატკივარია და სურს, რომ კითხვა დაგისვას“ – უთხრეს მსახიობს წამყვანებმა.
„გამარჯობა, რა არის თქვენი ფავორიტი სამურავის სასცენო პოზა?“ – ჰკითხა პატარა დომინიკმა მსახიობს. პასუხად კი თავად ჰიუ ჯეკმენი მიიღო სტუდიაში.
49 წლის მსახიობმა, კიდევ ერთხელ დაანახა თავის გულშემატკივრებს, რომ ის არამარტო ტელეეკრანების გმირია, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც სუპერგმირია.