მშობლიური ინგლისი ჰიუ გრანტმა ჩილეში გაცვალა. ცნობილი გახდა, რომ 58 წლის მსახიობმა ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა, რაშიც 17,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ინსაიდერის ინფორმაციით, სახლში, რომელსაც 6 საძინებელი აქვს, ,,ნოტინგ ჰილის” ვარსკვლავი მეუღლესთან, ანა ებერშტეინთან და მათ სამ შვილთან ერთად იცხოვრებს.
საინტერესოა, რომ საცხოვრებელი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, სადაც ,,ოქროს გლობუსის” მფლობელ გრანტს მეზობლებად ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა და მისი მილიარდერი მეუღლე, ჯეიმს მეთიუსი ეყოლება.