LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერქარი, რომელიც 2,2 მილიონ ევროდ შეაფასეს

27

ჰიბრიდული ჰიპერქარი Mercedes-AMG Project One შეზღუდული ტირაჟით, 275 ეკზემპლარი გამოვა და მისი მინიმალური ღირებულება 2,2 მილიონი დოლარია. ამის შესახებ Top Gear კომპანიის ხელმძღვანელზე, ტობიას მოერსზე დაყრდნობით იუწყება.

”ავტომობილი, ფორმულა ერთის ტექნოლოგიებით არის სავსე – აქვს 1,6 ლიტრის მოცულობის ძრავი, რომელიც წუთში 11 000 ბრუნს აკეთებს, უქმ სვლაზე კი წუთში 1280 ბრუნს ახორციელებს. ყველა ელექტრო კომპონენტი ავტომობილს ასევე ფორმულა ერთის სამყაროდან აქვს, ელემენტები კი პლანეტაზე ყველაზე ძვირიანია” – ამბობს მოერსი.

გამოცემა Motoring ასევე მოერსზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა წვის ძრავის რესურსი სულ რაღაც 50 000 კილომეტრია, ამის შემდეგ კი ძრავი უნდა შეიცვალოს.

Mercedes-AMG Project One-ის პრემიერა სექტემბერში ფრანკფურტის მოტორშოუზე შედგება. Project One-ის მთლიანი ტირაჟი ჯერ კიდევ 2016 წელს გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები