ჰიპერქარი Bugatti Divo ნაწილობრივ გამოაჩინეს. კომპანია Bugatti-მ Facebook გვერდზე მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ავტომობილმა სრულიად ახალი ფარები მიიღო და ისინი ძალიან განსხვავდებიან იმისგან რისი ნახვაც Chiron-ზეა შესაძლებელი.
Bugatti Divo-მ სახელი ფრანგი პილოტის – ალბერტ დივოს საპატივცემულოდ მიიღო. პილოტმა Targo Florio-ს რბოლა ზედიზედ ორჯერ მოიგო და 20-იან წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მრბოლელი იყო. რაც შეეხება ჰიპერქარს, მისი შემუშავებისას მთავარი აქცენტი მართვაზე გაკეთდა და მოსახვევებში მეტი მოქნილობაც დაემატა.
წინასწარი ინფორმაციით, Divo Chiron-ის ბაზაზე ააგეს. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები თითქმის უცვლელი დარჩა და მასის შემცირების ხარჯზე ის ბევრად უფრო სწრაფი იქნება. თავად Chiron Sport-ს კი პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 2,5 წამი სჭირდება. Divo-მ 8,0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავი მიიღო და მას 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ჰიპერქარის საჯარო პრემიერა 24 აგვსიტოს კალიფორნიის ავტო ფესტივალზე გაიმართება და მისი სრული ტირაჟი 40 ეგზემპლარს მოიცავს.
რაც შეეხება ფასს, ავტომობილი 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.