ნეპალში, ჰიმალაის მთებზე ჩამოწოლილმა ზვავმა 8 მთასვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეცხრეს კი ამ დრომდე ეძებენ.
BBC-ის ინფორმაციით, მთამსვლელების ჯგუფის ხუთი წევრი სამხრეთ კორეის ექსპედიციიდან, ოთხი კი ნეპალელი გიდია.
კომპანია Trekking Camp Nepal-ის ცნობით, ექსპედიციის ბანაკი თოვლის ქარბუქის ეპიცენტრში მოხვდა, რასაც ზვავი მოჰყვა.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეელი და ნეპალელი ალპინისტების ცხედრებს სწორედ მათ მიერ გაშლილ ბანაკში მიაგნეს.