LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიმალაის მთებში პირველი ქართული გზა გაიჭრა

989

მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი პირველები არიან, რომლებმაც ჰიმალაის მთებში ქართული გზა გაკვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

სიდიდით მსოფლიოს რიგით მერვე მთის მანასლუს (8156) იგივე “სულის მთის” სიახლოვეს მდებარე მწვერვალი ლარკია ქართველმა მთამსველებმა დაიპყრეს.

ამერიკის ხმის ცნობით, ქართველ მთამსვლელებამდე ლარკიას მწვერვალზე არავინ ასულა და “მისი ფერდობების შესახებ მთელი ინფორმაცია, სამიოდე შორი პანორამული ფოტოთი და სატელიტით მიღებული ზოგადი, მოძველებული ცნობებით შემოიფარგლებოდა.”

ქართული ექსპედიცია ნეპალის დედალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს ჩაფრინდა. იქ მათ, მეოთხე წევრი, ევერესტზე სამჯერ ნამყოფი გია თორთლაძე შეუერთდა.

ალპინისტებმა ლარკიას მწვერვალი 9 დღეში დაიპყრეს. 27 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე კი ჰიმალაებში პირველი ქართული გზა გაიჭრა და ქართველი მთამსვლელებმა ლარკიას უმაღლეს წერტილს მიაღწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები