რვა ადამიანისგან შემდგარმა ალიპისტთა ჯგუფი ჰიმალაის მთებში დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, ორი არის აშშ-დან, ხოლო დანარჩენები ინდოეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.
BBC-ის ცნობით, ალპინისტებმა ინდოეთის მეორე ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ნანდა-დევიზე ასვლა 13 მაისს დაიწყეს.
მას შემდეგ რაც ალპინისტები ბაზაზე არ დაბრუნდნენ, სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
სამძებრო სამუშაოებს წვიმები და თოვლი უშლის ხელს. ვარაუდობენ, რომ ბანაკში 31 მაისს უნდა დაბრუნებულიყვნენ.~