LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი კლინტონს ტრამპზე 2 მილიონით მეტი ხმა აქვს

102

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჰილარი კლინტონის მიერ მიღებული ხმები დონალდ ტრამპთან შედარებით ბევრად მეტია. შედეგების დამუშავების პარალელურად აღმოჩნდა, რომ ჰილარის ხმა 2 მილიონით მეტმა ადამიანმა მისცა.

8 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „რეპუბლიკელების“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. იმის გამო, რომ კენჭისყრის შედეგები შტატების მიხედვით ითვლება, ტრამპმა საარჩევნო კოლეგიების უმეტესი ხმა მიიღო. ინაუგურაცია იანვარში შედგება.

ხმების საერთო რაოდენობის დათვლა კვლავ გრძელდება. Cook Political Report-ის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით ტრამპს აქვს 62,2 მილიონი ხმა, კლინტონს კი 64,2 მილიონი.

ეს აშშ-ს ისტორიაში უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც მეტი ხმების მქონე კანდიდატმა არჩევნები წააგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები