LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდული Porsche 911 – სუპერქარის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა

porsche-911

Porsche-ს სპორტქარების შექმნაზე პასუხისმგებელმა აუგუსტ ალაიტნერმა  გადაწყვიტა, რომ მე-8 თაობის მოდელის შესახებ რამდენიმე დეტალი გაემხილა. საქმე ისაა, რომ სერიაში ჰიბრიდი პირველად გამოჩნდა და ეს ბრენდისთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

აღნიშნული შედეგის მისაღებად კი Porsche-ს ინჟინერებს ძრავის მოდიფიცირება და ელექტროძრავის უკანა მხარეს ჩამონტაჟება მოუხდათ. გარდა ამისა, ახალმა 911-მა მუშაობის ალგორითმიც შეიცვალა და რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურას – მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სპეციალისტებმა Panamera Turbo S E-Hybrid-ის მოდელით იხელმძღვანელეს. Panamera-ს კი 680 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ Porsche 911-ის დებიუტი ნოემბრის ბოლოს შედგა. სპორტქარმა წინამორბედის ვიზუალი შეინარჩუნა და ძრავი კი ბევრად ძლიერი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები