LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდი BMW i8 საპატრულო ავტომობილი გახდა

bmw-i8

კუპე უსაფრთხო ტუნინგის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და სამუშაოებში აქტიურ როლს გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროც ასრულებდა. ერთი წლის განმავლობაში ჰიბრიდის დაქირავება თემატური ღონისძიებებისთვის, გამოფენებისა თუ შოუებისთვის იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი მას პოლიცია თავისი საქმიანობისთვის გამოიყენებს.

კონცეპტუალურ საპატრულო მობილს როგორც წესი, ყოველ წელს წარადგენენ ხოლმე. წელს კი პროექტის ავტორებმა i8 შეარჩიეს და მისი ტექნიკური თუ ვიზუალური მახასიათებლები მაქსიმალურად გააუმჯობესეს. პოლიციის ავტომობილმა ახალი აეროდინამიკური მახასიათებლებიც მიიღო და ასევე, სიახლეთა შორის უსაფრთხოების სისტემა iDrive–ცაა აღსანიშნავი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები