პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს
როგორც ცოტა ხნის წინ “ფორტუნასთან” პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ძალიან მალე ნიკა მელია იქნება თავისუფალი, ხოლო ოპოზიცია გამარჯვებული:
“რა ჰგონიათ ახლა, რომ ქაბულის ციხე აიღეს და ამყები არიან? დღეს მათ გაითხარეს საკუთარი პოლიტიკური სამარე. დიახ, ღარიბაშვილმა გაითხარა პოლიტიკური სამარე თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება, ნიკა იქნება თავისუფალი, ჩვენ კი გამარჯვებულები.” – განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, დილიდან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, იმ ოთახში შესვლამდე კი, სადაც მელია იმყოფებოდა ე.წ წიწაკის სპრეი გაუშვეს.