LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერჩინსკი რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „საქართველო, რამდენადაც ეს შესაძლებელია თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან, მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ მიჰყვებით ჩვენს პოზიციას“

121
პაველ ჰერჩინსკი

„საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობისა და ორმხრივი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ დაწყებულ საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

ჰერჩინსკი რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია – მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ მიჰყვებით ჩვენს პოზიციას

როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ასევე აღნიშნა ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ და საჭირო არ არის იმის შეხსენება, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსული ჯარი კი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია განთავსებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ.. ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის

„რაც შეეხება პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით – უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენის აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრემლიდან მომდინარე პოზიტიური განცხადებები არის თბილისსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა.

კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს.. თუ ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება - ჩვენ მივესალმებით“

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა.

ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი.“– განაცხადა ელჩმა.

საქართველომ რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენა თავად შესთავაზა – ვლადიმირ ჯაბაროვი

მან ყურადღება სანქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სანქციების დაწესება არ უყვარს, ამ ბერკეტს მაინც იყენებს იმ ქვეყნების ან პირების წინააღმდეგ, რომელთანაც პრობლემა აქვს.

„ძალიან ბევრი საუბარი მიდის სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ, ევროკავშირს, არ მოგვწონს სანქციები. სანქციები არის ინსტრუმენტი ქვეყნის ან ინდივიდის ქცევის შესაცვლელად, ვისთანაც პრობლემა გვაქვს. ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს რუსეთთან.“– განაცხადა ელჩმა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები