LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hennessey-მ Chevrolet-ის პიკაპი 6 საბურავიან ყველგანმავალად გადააქცია

501

Hennessey-მ Chevrolet-ის პიკაპი 6 საბურავიან ყველგანმავალად გადააქცია. Trail Boss Z71-ის ბაზაზე აგებული პიკაპი სახელად –  Goliath იმაზე ბევრად ძლიერი გამოვიდა, ვიდრე ამას მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ და მისი ფასი 375 ათასი დოლარი იქნება. სიახლემ დამატებითი ხიდი, 20 დიუმიანი საბურავები, დამუშავებული სატვირთო პლატფორმა, უსაფრთხოების სისტემა და ახალი ბამპერები მიიღო. პიკაპის კაპოტის ქვეშ 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავია მოთავსებული და მას 715 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ავტომობილს 96 კმ/სთ-ის ასაკრეფად 4,5 წამი სჭირდება, შეგახსენებთ რომ ზუსტად ეს დროა საჭირო Mercedes – AMG G 63-ისთვის, რომ 100 კმ განავითაროს. რაც შეეხება Hennessey Goliath 6×6-ს, თუკი მომხმარებელი ფულს დაამატებს, კომპანია პიკაპის ძრავს 819 ცხენის ძალამდე გააძლიერებს. მთლიანობაში კი ბაზარზე 6 „თვლიანის“ 24 ეგზემპლარი გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები