LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hennessey-ის ჰიპერქარი პლანეტის ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა

101

ამერიკულმა ატელიემ Hennessey ტიუნინგ შოუ SEMA-ზე 1 600 ცხენის ძალიანი ჰიპერქარი Venom F5 წარმოადგინა. როგორც მწარმოებელი იუწყება, მას 482 კმ/სთ-მდე შეუძლია აჩქარდეს. ამასთან, სიახლე თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, ნულიდან ააწყვეს და არა არსებული კომპონენტების ბაზაზე.

ჰიპერქარ Venom F5-სთვის კომპანიამ გადაწყვიტა კარბონის კარკასი და ნახშირბოჭკოვანი პანელები გამოეყენებინა.

უკანა ამძრავიანი ჰიპერქარი აღჭურვილია 7,4 ლიტრიანი ტვინ ტურბო ძრავით, რომელიც სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიმუშავეს.

ოფციის სახით ხელმისაწვდომია მექანიკური გადაცემათა კოლოფი, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც Hennessey-ში განმარტავენ, მძღოლს თავად მოუწევს ავტომობილის „დამორჩილება“.

ცნობილია, რომ ნულიდან 300 კილომეტრ/საათამდე Venom F5 10 წამში სწრაფდება, 400 კმ/სთ-მდე კი 20 წამში.

სულ ასეთი 24 ჰიპერქარი გამოვა და თითოეული მათგანი 1,6 მილიონი დოლარი ეღირება. მოდელისთვის გათვალისწინებულია კიდევ 600 000 დოლარის ღირებულების ოფციები.

ავტომობილებს ტეხასში ააწყობენ. პირველი შემკვეთები მათ მხოლოდ 2019 წლის დასაწყისში მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები