LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Henkel-ის საწარმო თბილისში 14 სექტემბერს გაიხსნება

64

საქართველოში  გერმანული კომპანია Henkel-ის პირველი ქარხანა გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადება.  საწარმო,  რომელშიც წებოვანი სამშენებლო მასალების წარმოება განხორციელდება, 14 სექტემბერს გაიხსნება. გახსნის თარიღი ”ფორტუნას” საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში დაუდასტურეს.

”ჩვენს ქვეყანაში Henkel-ის პირველი საწარმო თბილისში აშენდა და ის გაფორმების ეკონომიკური ზონის გვერდზე მდებარეობს. რაც შეეხება, საწარმოსთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, ველით დაზუსტებულ ინფორმაციას Henkel-ის ოფიციალური წარმომადგენლობისგან და მას მოგვიანებით გავასაჯაროებთ”, – აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

ცნობისთვის, ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Henkel-ი გერმანიაში დაფუძნდა. მსოფლიო მასშტაბით, აღნიშნულ კომპანიას 50 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული  და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები