LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს

191
ნატო უკრაინა საქართველო

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს.

როგორც Foreign Policy-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებში“, – წერს კომისია.