LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელიკობაქტერიით გამოწვეული კუჭის წყლულოვანი დაავადებები და სასიგნალო სიმპტომები, რომლის დროსაც კვლევები აუცილებელია – ნანა ლემონჯავა გადაცემაში „პულსი“

46
ნანა-ლემონჯავა

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ბათუმის კლინიკის ენდოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი, ნანა ლემონჯავა სტუმრობდა, რომელმაც ენდოსკოპიურ კვლევებზე და აღნიშნულ სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

ნანა, რა სახის ენდოსკოპიური კვლევები ტარდება „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ბათუმის კლინიკაში და ზოგადად, რა სახის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ აჭარაში, ბათუმსა და მახინჯაურში უკვე ერთი წელია, რაც ოპერირებს. ბათუმში იგი წარმოდგენილია მულტიპროფილური სტაციონარული კლინიკის სახით, ხოლო მახინჯაურში – ამბულატორიული კლინიკის სახით. ბათუმის კლინიკაში ყველა ძირითადი დეპარტამენტი  24/7 ფუნქციონირებს, დაწყებული გადაუდებელი ურგენტული მომსახურებიდან გეგმური მომსახურების ჩათვლით. ასევე აღსანიშნავია, რომ პაციენტებს 24/7 აქვთ ლაბორატორიული მომსახურების მიღების საშუალება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბათუმის კლინიკის გუნდი დაკომპლექტებულია არაჩვეულებრივი ადგილობრივი სპეციალისტებით და ასევე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებით. გვაქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტებს ხარისხიანი, სრულფასოვანი მომსახურება გავუწიოთ.

ენდოსკოპიასთან დაკავშირებით, ბათუმის კლინიკაში სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ენდოსკოპიური კაბინეტი აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ულტრათანამედროვე აპარატით, OLYMPUS EVIS X1 CV 1500-ით, რომელიც ენდოსკოპიაში, მართლაც რომ, ახალი სიტყვა გახლავთ. ენდოსკოპიური კაბინეტი მოსახლეობას სრულ ენდოსკოპიურ სერვისს აწვდის, ტარდება გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში, დამიზნებითი ბიოფსია და შემდგომი ჰისტომორფოლოგიური თუ სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევა.

მოგეხსენებათ, ენდოსკოპიურ კვლევას ძალიან დიდი როლი აქვს სხვადასხვა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში და შესაბამისად, დროულ მკურნალობაში.

პრევენციულად რამდენად მიზანშეწონილია ენდოსკოპიური კვლევების ჩატარება და რა დაავადებების აღმოჩენას უწყობს ის ხელს?

პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო დროულად ჩავიტარებთ კვლევას, მით უფრო კარგი იქნება დაავადების გამოსავალი.

მიჩნეულია, რომ სკრინინგის და პრევენციის სახით კოლონოსკოპიური კვლევა ძირითადად 45-50 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, ხოლო გასტროსკოპიული 40 წლის ასაკიდან.

საქართველოში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა და ჩვენების შემთხვევაში კოლონოსკოპია 50-დან 70 წლის ფარგლებში ტარდება, თუმცა გასტროსკოპიასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და ნებისმიერი სასიგნალო სიმპტომის დროს უნდა ჩავიტაროთ კვლევა. თუნდაც არ გვქონდეს სასიგნალო სიმპტომები, როგორც უკვე გითხარით, თანამედროვე პროტოკოლები და გაიდლაინები მიგვითითებენ, რომ 40 წლიდან ენდოსკოპიური გამოკვლევა პრევენციის სახით ჩავიტაროთ. განმეორებითი კვლევის ჩატარება უკვე დაავადებაზე, დაზიანების ხარისხზე და ა.შ. არის დამოკიდებული.

დღესდღეობით რამდენად მტკივნეული და დისკომფორტულია ეს კვლევები?

დღესდღეობით ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით ბევრად გამარტივებულია ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება. ვინაიდან აპარატურას აქვს უახლესი, გამარტივებული რეჟიმები, ახლა კვლევა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. აპარატის მონაცემებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე სპეციალისტი ბევრად უფრო სწრაფად აღმოაჩენს დაზიანების ხარისხს, შესაბამისად, კვლევის დრო შემცირებულია. გარდა ამისა, შემცირებულია თავად ზონდის მოცულობა, ის არის ბევრად უფრო წვრილი და სრიალა, რაც ნაკლებ დისკომფორტს უქმნის პაციენტს.

ჩვენთან გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიის თუ ბრონქოსკოპიის ჩატარება ანესთეზიის მეშვეობით არის შესაძლებელი. ეს არ არის ზოგადი ნარკოზი, ეს არის ინტრავენური ანესთეზია, რომლის მეშვეობითაც პაციენტი იმდენი ხნით იძინებს, რამდენი ხანიც პროცედურისთვის არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია გამოფხიზლებაც. რა თქმა უნდა, მინიმალურია პაციენტის დისკომფორტი.

გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის შემთხვევაში რამდენ ხნიანია ანესთეზია?

გასტროსკოპიის შემთხვევაში სტანდარტულად შესაძლოა 5-10 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს. რაც შეეხება კოლონოსკოპიას, ის ცოტა უფრო დიდხანს, 20-30 წუთის განმავლობაში გრძელდება.

პროცედურის შემდეგ თუ რჩება პაციენტს გარკვეული დისკომფორტი?

არა, პაციენტს არავითარი ტკივილი და დისკომფორტი არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ადრე ინსუფლაცია, ღრუ ორგანოების  გაბერვა ჰაერით ხდებოდა, ახლა ეს უკვე სპეციალური აირით ხდება, რაც არ უქმნის პაციენტს შებერილობის და სხვა რაიმე სახის დისკომფორტს, რადგან ის სწრაფად გაიწოვება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის რა დაავადებების გამოსავლენად ვიყენებთ ენდოსკოპიურ კვლევებს და რამდენად ეფექტურია ეს კვლევები დიაგნოზის დასმის პროცესში?

ენდოსკოპიური კვლევა, გასტროსკოპიის და კოლონოსკოპიის სახით, გამოიყენება როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ისე ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირია ჰელიკობაქტერიით ასოცირებული კუჭის წყლულოვანი დაავადებები და არა მარტო წყლულოვანი დაავადებები, შეიძლება იყოს გასტრიტი, ეროზიული გასტრიტი, ზედაპირული გასტრიტი. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50 %-ია  ჰელიკობაქტერიით ინფიცირებული. ეს დაავადება ჩვენს მოსახლეობაში ძალიან ხშირია.

ჩვენს კლინიკაში ასევე შესაძლებელია სასუნთქი სისტემის ანთებითი და ონკოლოგიური პრობლემების გამოვლენა.

რაც შეეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და იმას, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩავიტაროთ ენდოსკოპიური კვლევა, გეტყვით, რომ გვაქვს შემდეგი სასიგნალო სიმპტომები – წვა, ტკივილი, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, ხშირი, განმეორებითი გულძმარვა, ამოქარვება, ყლაპვის გაძნელება, ასევე მნიშვნელოვანია წონაში კლება, ქრონიკული ყაბზობა, ქრონიკული დიარეა და ამ დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს აღნიშნული კვლევა.

რას გვეტყვით თქვენი კლინიკის პერსონალის და აპარატურის შესახებ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კლინიკა დაკომპლექტდა OLYMPUS EVIS X1 CV 1500-ით, რომელსაც მართლაც ინოვაციური რეჟიმები გააჩნია. მას აქვს გაუმჯობესებული გამოსახულების ხარისხი, აქვს გამოსახულების 135-ჯერ მიახლოების ფუნქცია. მაგალითისთვის, ჩვენ ლორწოვანი გარსის უჯრედულ დონეზე გამოკვლევა შეგვიძლია. სპეციალისტი ეკრანზე იღებს ჰისტოლოგიურ სურათს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე იყოს დანახული დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ამ აპარატს, წინა მოდელებისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, რაც ყველაზე კარგი სიახლეა. ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს იმას, რომ თავად აპარატი მიგვითითებს დაზიანებაზე, ნიშნავს დაზიანების ადგილს. თუ შესაძლოა, რომ ენდოსკოპისტს გამოკვლევის პროცესში თვალით უხილავი პროცესი გამორჩეს, აპარატს ეს არ გამოეპარება. აპარატი გვეხმარება მოვახდინოთ დამიზნებითი ბიოფსია, რაც დიაგნოსტიკური შეცდომების რიცხვს ამცირებს.

მოგეხსენებათ, ქართველი მოსახლეობა თურქეთში ხშირად მიდის სხვადასხვა გამოკვლევების ჩასატარებლად, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ენდოსკოპიურ გამოკვლევაზე ჩვენი მოსახლეობა თურქეთში ნამდვილად არ მიდის, რადგან ჩვენთან ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებაა ამ კუთხით.

რას ურჩევდით მოსახლეობას, რატომ უნდა გაიკეთონ ენდოსკოპიური კვლევები, რა პრობლემების აცილება არის შესაძლებელი დროული კვლევის მეშვეობით?

ჩვენს მოსახლეობას ვურჩევ, რომ დღეს ჩემს მიერ ნახსენები ნებისმიერი სიმპტომის დროს, დროულად მიმართონ ექიმს, ჩაიტარონ დროული გამოკვლევები. დროული დიაგნოსტიკა და ადრეულად აღმოჩენილი პათოლოგია დროულ მკურნალობას უზრუნველყოფს, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები