LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელენ მირენმა ჟურნალისტებს ენა გამოუყო

124

ოსკაროსანმა მსახიობმა და ბრიტანეთის სამეფო იმპერიის ორდენოსანმა ჰელენ მირენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინდივიდუალიზმი უპირველესია. ლოურენს ოლივიეს თეატრალური პრემიის მფლობელი მსახიობი ბროდვეის სპექტაკლს „როკის სკოლას“ დაესწრო. ყველასთვის მოულოდნელად ჰელენ მირენმა როკერებისთვის დამახასიათებელი თითების კომბინაციით ჟურნალისტებს ენა გამოუყო.

ჰელენ მიერნის ამ ჟესტს შეუერთდა ლეგენდარული კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერიც, რომელიც მსახიობთან ერთად მიესალმა ფოტოგრაფებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვარსკვლავების სტილი. ჰელენ მირენი შავ პიჯაკსა და თეთრ ბლუზონში გამოცხადდა პრემიერაზე. ანსამბლს ჰალსტუხი ამშვენებდა, რაც შეეხება ვებერს, მას შავი მაისური ეცვა, რომელზე წითლად გიტარები იყო ამოპრინტული.

პრემიერას ასევე ესწრებოდნენ სარა პოლსონი, ნილ პატრიკ ჰარისი და ჯოან კოლინზი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები